საცხოვრებელი გასაყიდი — Agmashenebeli street Bakuriani, | Georgia | Colliers International
  • გასაყიდი

გასაყიდი

ლ1,450,000 GEL

აღწერა

სასტუმრო ''BAKURIANI HOUSE'' მდებარეობს დაბა ბაკურიანში, აღმაშენებლის ქუჩაზე (დიდველის სათხილამურო ტრასის და ტაბაწყურის გზაგასაყარზე ცენტრალურ გზაზე). 

ბაკურიანის სარკინიგზო სადგურიდან 2 კმ-ის დაშორებაზეა განთავსებული, ბაკურიანის პარკს 1 კმ აშორებს, 25–იანების სასრიალო ტრასას – 1,2 კმ, დიდველის სასრიალო ტრასა – 2,5 კმ, ხოლო კოხტა გორას სასრიალო ტრასა – 3,5 კმ. ასევე აღსანიშნავია, რომ სასტუმროს ციხის ჯვარის ბუნებრივ წყაროებს სულ 9 კმ. აშორებს, მე-11 საუკუნის მონასტერ ტიმოტესუბანს - 19 კმ, ტაბაწყურის ტბას - 26 კმ.

სასტუმრო 4-სართულიანია, სადაც განთავშებულია 12 ინდივიდუალური ნომერი. 1-ლი სართულზე განთავსებულია - ბილიარდი, ბარი, საუნა, სათხილამურე აღჭურვილობის შესანახი დაცული საკნები და სასადილო ოთახი 50 ადამიანზე, სადაც არის ასევე 2 საპირფარეშო. აქვე გამოყოფილია ბავშვთა გასართობი სივრცე, პროექტორით, სადაც დიდ ეკრანზე შესაძლებელია მულტფილმების ყურება. ამავე სართულზე არის სამზარეულო საჭირო ინვენტარით აღჭურვილი. პერსონალისთვის ორი ოთახით და სველი წერტილით. 1-ლი სართულის შემოსასვლელში არის ასევე, პროდუქტები შესანახი ოთახი ცალკე და სამეურნეო საწყობი ცალკე, აქვე ცენტრალური გათბობის საქვაბე სისტემა და წყლის გათიშვის შემთხვევაში წყილს რეზერვუარები. მე-2 სართული - ჰოლი და 4 ნომერი (ორადგილიანი, სამადგილიანი და ოთხადგილიანი ნომრები); მე-3 და მე-4 სართულები -ოთხადგილიანი და ე.წ. საოჯახო ნომრები, მათ შორის 2 დუპლექსი, 2 ლუქსი „კოხტაგორას“ და „დიდველის“ ხედით.  

ოთახები გაწყობილია ერთ და ორადგილიანი საწოლებით, სველი წერტილით, LCD ტელევიზორით, უკაბელო ინტერნეტით, მაცივრით, ჰიგიენური საშუალებებით, თმის საშრობითა და მინიბარით.

ყველა ნომერი აღჭურვილია: უკაბელო ინტერნეტით (wifi); სველი წერტილებით (დუშ-კაბინით); ცენტრალური გათბობის სისტემით; საკაბელო ტელევიზიით.

 სასტუმროს აქვს დიდი კეთილმოწყობილი ეზო, სადაც განთავსებულია ბავშვების გასართობი საშუელებები: სასრიალო, ბატუტი, ე.წ. აიწონა–დაიწონა, საქანელები, ჰამაკები. ეზოში არის ასევე, სამწვადე ინფრასტურქტურა მოწყობილი და მცირე ზომის ფანჩატური ბამბუკის სკამებითა და მაგიდით. ეზოს ცენტრალური ბილიკები არის მოპირკეთებული.

ფასი

1,450,000 Gel

საკუთრების თაობაზე ინფორმაცია