Colliers International | Development Consulting

განაშენიანებასთან დაკავშირებული კონსულტაციები:

მიიღეთ სწორი გამოცდილება

2014 წლიდან მოყოლებული სავაჭრო, სასტუმრო, საოფისე და საცხოვრებელი დანიშნულების უძრავი ქონების სფეროებში მოღვაწე ჩვენს კლიენტებს სხვადასხვა ტიპის რჩევებს ვაწვდით. ჩვენი საქმიანობა ბაზარზე სიზუსტითა და სანდოობით გამოირჩევა. ფართომასშტაბიანი კვლევის საშუალებები და საბაზრო გამოცდილება ჩვენი შეფასებების სიზუსტეს უზრუნველყოფს.

ჩვენ ხშირად ვთანამშრომლობთ ჩვენს დასავლურ ოფისებთან იმისთვის, რომ ადგილობრივი გამოცდილება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მდებარე Colliers-ის წარმომადგენლობის მიერ დაგროვებული გლობალური ცოდნით გავაფართოვოთ.

ბაზრის და ფინანსური სფეროს ეკონომიკური მიზანშეწონილობის ანალიზი

როდესაც ჩვენს კლიენტებს განვითარებასთან დაკავშირებული ხედვა გააჩნიათ, ჩვენ მათ ვაწვდით ახალ ინფორმაციას ამ ხედვის რელევანტურობასთან დაკავშირებით, ვსწავლობთ კონკრეტულ ადგილებს, ვახდენთ კონცეფციის დახვეწას და აღნიშნულ პროექტის სიცოცხლისუნარიანობის ანალიზს ვახორციელებთ.

კონკრეტული ადგილის საუკეთესოდ გამოყენების ვარიანტების შეფასება და ეკონომიკური მიზანშეწონილობის ანალიზი

ჩვენ კონკრეტული ადგილის თავდაპირველ ანალიზს ვახორციელებთ და მისი საუკეთესოდ გამოყენების ვარიანტებს ვადგენთ. ამის შემდეგ ვსწავლობთ ბაზარს და ამ ადგილის გამოყენების ვარიანტების მატრიცას ვადგენთ, რითაც ამ ქონების საუკეთესოდ გამოყენების ვარიანტებს ვაფასებთ (ადგილმდებარეობის და არსებული საბაზრო პირობების შესაბამისად). ვადგენთ ამ ვარიანტების ღირებულებას და კლიენტებს საუკეთესო გამოყენების კონცენფციის საფუძველზე კონკრეტული პროექტის სიცოცხლისუნარიანობის დეტალურ ანალიზს ვაწვდით.

დიზაინის მიმოხილვა და კონცეფციაზე მუშაობა

ჩვენ ვსწავლობთ შემოთავაზებული სამშენებლო პროექტის სართულების გეგმებს, ვამოწმებთ ერთეულების ფორმებისა და ზომების შეთანხმებულობას, ვაკვირდებით ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ცირკულაციას, ქუჩიდან და საპარკინგე ტერიტორიიდან შესასვლელებს. განსაკუთრებულ შემთხვევებში პროექტში ჩვენს დასავლელ კოლეგებს ვრთავთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ შემოთავაზებული სამშენებლო გეგმა საერთაშორისო დისტრიბუტორების/კომპანიების მოთხოვნებს შეესაბამებოდეს. და ბოლოს, ბაზარზე არსებულ  მეიჯარეთა კატეგორიებს და ასევე დარეგისტრირებულ საიჯარო ხელშეკრულებებს ვსწავლობთ და ჩვენს კლიენტებს სამომავლო განაშენიანების პროექტისთვის საუკეთესო ვარიანტებს ვთავაზობთ.

ურბანულ განაშენიანებასთან დაკავშირებული კონსულტაციები

ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ქალაქის მთავრობასთან და თბილისის სხვადასხვა უბნების ეკონომიკურ განვითარებასთან და ურბანულ დაგეგმარებასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გავცემთ. ჩვენ ვაანალიზებთ კონკრეტული უბნების მიმდინარე და მომავალი გამოყენების ბალანსს და ასევე სხვა სახის საბაზისო მონაცემებს. ამის შემდეგ კლიენტთან ერთად ვადგენთ სტრატეგიულ გეგმებს, ვთავაზობთ ურბანული განვითარების ვარიანტებს და ვსწავლობთ მათ ეკონომიკურ ეფექტებს.