Colliers International | Research Services

კვლევა


იმისდამიუხედავად უძრავი ქონების მესაკუთრე, მეიჯარე თუ ინვესტორი ბრძანდებით, ბაზართან დაკავშირებული ინფორმაცია თქვენი ბიზნესისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია. როდესაც საქმე უძრავი ქონების სტრატეგიას ეხება, საჭიროა უმაღლესი ხარისხის და მოქნილი ბაზრის კვლევა და საექსპერტო ანალიზი, რაც საკუთრების წარმატებით შესყიდვაში, გაყიდვაში, გაქირავებაში ან განვითარებაში დაგეხმარებათ.

ჩვენ ვართ ამ სფეროს ლიდერები ჩვენი კლიენტებისთვის და უძრავი ქონების სექტორისთვის ბაზართან დაკავშირებული კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდების მხრივ.

2014 წლიდან მოყოლებული „Colliers საქართველოსკვლევითმა გუნდმა უძრავი ქონების სექტორში მრავალი სხვადასხვა კვლევა ჩაატარა, საუბარია სასტუმრო, საოფისე, სავაჭრო, საცხოვრებელ, საკვებ და გასართობი დანიშნულების უძრავი ქონების კვლევებზე. მომზადდა ყოვლისმომცველი კვლევები ეკონომიკის სამინისტროსა და მისი იურიდიული ერთეულისთვისაწარმოე საქართველოსთვის“, თბილისის მერიისთვის და ისეთი მსხვილი ფინანსური დაწესებულებებისთვის როგორებიცაა საქართველოს ბანკი და თი-ბი-სი ბანკი. გარდა ამისა, ჩვენს კლიენტებს შორის არიან: პროკრედიტ ბანკი, ლიბერთი ბანკი, M2 („ემ კვადრატი“), Rakeen-, ჯი-ემ-თი ჯგუფი, Dona Development-, ექსპო ჯორჯია, ევექსი, Capitol Management- და ..

ჩვენი მკვლევართა ჯგუფი ჩვენს მომხმარებელთა მომსახურების პროფესიონალებთან თანამშრომლობით პრაქტიკაში გამოყენებადი მონაცემების მოძიებაზე მუშაობს, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებულ ყველა ძირითადი ტიპის საკუთრებას ფარავს. ჩვენი მოწინავე იდეები მოიცავს საბაზრო ანგარიშებს და სტატიებს სპეციალიზირებული თემების შესახებ, ისევე როგორც თქვენს ბიზნესზე და ბაზარზე მორგებულ კვლევას, რათა თქვენთვის საჭირო ინფორმაცია გქონდეთ, რაც საკუთარი გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებათ.